ლევან ნიკოლეიშვილი – როგორც კი მათი მოკავშირე იქნა მხილებული ცუდ საქციელში, ყველაფრის ფასად დაიწყეს მისი დაცვა

ავტორი
Front News საქართველო
ბოლო წლებში, რაც ოჯახში ძალადობა და არასრულწლოვანზე ძალადობა დანაშაულთან ერთად ძალიან სამარცხვინო საქმე გახდა და ამ მხრივ კანონმდებლობაც გამკაცრდა, საზოგადოება შეთანხმდა, რომ არათუ უნდა ჩაერიო მსგავს საქმეში, არამედ გვერდზე გახედვა და გულგრილობა მსგავსი დანაშაულების მიმართ უზნეობაა, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
“ქართულ საზოგადოებაში რომ მსგავსი კონსენსუსი შემდგარიყო, ამაში დიდძალი ენერგია დაიხარჯა და საბედნიეროდ, ძალიან კარგი შედეგი დადგა. და აი ამ დროს, ოღონდ “თავისიანი” გადაერჩინათ, რადიკალურმა ლიბერალურმა ბაბლმა ხაზი გადაუსვა თავის “ღირებულებებს” და არასრულწლოვანზე ძალადობა “პირად ცხოვრებად” გაასაღა.
აი, ეს არის მათი რეალური სახე, ეს არის დღეს ქართველი ლიბერალის ამორალური პორტრეტი. ნული ფასეულობა, ნული პრინციპულობა, ნული ზნეობა. როგორც კი მათი მოკავშირე იქნა მხილებული ცუდ საქციელში, ყველაფრის ფასად დაიწყეს მისი დაცვა. სწორედ ამიტომ, ქართველი ფსევდოლიბერალის ადგილი იქნება მუდმივად ნაგავსაყრელზე!” – წერს ნიკოლეიშვილი.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Flevan.nikoleishvili.14%2Fposts%2Fpfbid0KSNhEgxw8s1oJn1D3yykNJ5v5gCZjDZGGo7ekWHFH2QH24ecyzfHR1SmRJvDecFsl&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”334″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:





