
ავტორი
Front News საქართველო
სამწუხაროდ, როცა ვეტინგს, ჩვენი სურვილის წინააღმდეგ გვაჩეჩებენ და არაფერს გვეუბნებიან ჩვენი მოსამართლეების დასანქცირების მიზეზებზე, როგორც მინიმუმ მათთვის სანქციების მოხსნის საკითხი უნდა დადგეს, – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომელმაც აშშ-ის საელჩოს და ელჩს მიმართა, რომ დაიწყოს საუბარი და სანქციები, რომლებიც შტატების მხრიდან დაუწესდა ქართველ მოსამართლეებს მოეხსნათ.
“სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული პარტნიორმა და მეგობრობა თანაბარ და ურთიერთგაგების პრინციპებზეა დაფუძნებული. ცხადია, ასეთი ურთიერთობების დროს არავითარ შემთხვევაში ჩრდილი არ უნდა მიადგეს არც ერთი ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. თანასწორი და სამართლიანი ურთიერთობები კი უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანია.
სამწუხაროდ, როცა ვეტინგს, ჩვენი სურვილის წინააღმდეგ გვაჩეჩებენ და არაფერს გვეუბნებიან ჩვენი მოსამართლეების დასანქცირების მიზეზებზე, როგორც მინიმუმ მათთვის სანქციების მოხსნის საკითხი უნდა დადგეს. სწორედ ამაზე საუბრობს მამუკა მდინარაძე, რაც მის როგორც ქვეყნის მოყვარულ, თავმოყვარე და ღირსეულ პოლიტიკოსობაზე მეტყველებს. დიახ, პოლიტიკოსი მთავარი ღირსება თავის სამშობლოს სიყვარული, თავისი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვა უნდა იყოს“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს