ლევან ნიკოლეიშვილი – როცა საფრანგეთის პრეზიდენტი გირეკავს და არა პირიქით, კიდეც გაღიარებენ და რაღაც თხოვნაც აქვს შენთან


ავტორი
Front News საქართველო
“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ინიციატივით „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან გამართულ სატელეფონო საუბარს ეხმიანება.
როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, როცა საფრანგეთის პრეზიდენტი გირეკავს და არა პირიქით, ეს ცალსახად აღიარებას ნიშნავს.
“მოდით მკითხაობას არ დავიწყებ, არც არის ჩემი სტილი და ჩვევა, უბრალოდ ვიტყვი, როცა საფრანგეთის პრეზიდენტი გირეკავს და არა პირიქით, აქ ცალსახად შენ კიდეც გაღიარებენ და რაღაც თხოვნაც აქვს შენთან. რა შეიძლება იყოს და როგორ ეს მომავალში აუცილებლად გამოჩნდება, მაგრამ დასავლეთმა რომ აზრი იცვალა ჩვენს მიმართ ეს ფაქტია. მეორეც, თუ გავიხსენებთ ბიძინა ივანიშვილის მტკიცე ხასიათს და მის დამოკიდებულებას სამშობლოს მიმართ, ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ მე პირადად მხოლოდ კარგს ველოდები“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
თაგები:
ლევან ნიკოლეიშვილი

ლევან ნიკოლეიშვილი – სავარაუდოდ, ერთ-ერთ ბერკეტად და ზეწოლის მექანიზმად, კანდიდატობის თემის სახით, ამერიკელებმა და ევროპელებმაც ერთგვარი ნაკვერჩხალი შეინახეს, რომლის გახურებასაც ყოველ 6 თვეში ერთხელ ეცდებიან

ლევან ნიკოლეიშვილი – პრეზიდენტს ზუსტად იმდენის უფლება აქვს რაც კანონში წერია, რისი უფლებაც არა აქვს იმას ვერც გააჩენს და ვერც მოიგონებს

ლევან ნიკოლეიშვილი – პატიმრობა მისთვის პირიქით უფრო მისაღები უნდა იყოს, თუ მას სხვა “დანაშაულებრივი გეგმები და მიზნები“ არ ამოძრავებს