
ავტორი
Front News საქართველო
სად არის გარანტია, რომ უფრო დაბალ საფეხურზე მყოფი ევროპარლამენტარებიც, გარკვეული ანაზღაურების საფასურად, ცოტა-ცოტას არ სცოდავდნენ და შესაბამისად, ჩვენს მიმართ უფრო დიდ ცოდვას არ სჩადიოდნენ თავიანთი მიკერძოებული რეზოლუციებით? – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერის დაკავება, თანაც კორუფციის ბრალდებით, უმნიშვნელო ამბავი არ არის.
“ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერის დაკავება, თანაც კორუფციის ბრალდებით, უმნიშვნელო ამბავი არ არის. კორუფცია („ეშმაკის მიერ ადამიანთა შეცდენის ერთერთი ფორმა“), შეიძლება ყველგან იყოს, მაგრამ თუ ეს ამბავი თვით ევროპარლამენტის მაღლჩინოსნებში ხდება, მე მაშინ ტრადიციული ევროპული “შეშფოთება-აღშფოთების“ ნაცვლად შემდეგი კითხვა და ეჭვი მიჩნდება. მაგალითად, სად არის გარანტია, რომ უფრო დაბალ საფეხურზე მყოფი ევროპარლამენტარებიც, გარკვეული ანაზღაურების საფასურად, ცოტა-ცოტას არ სცოდავდნენ და შესაბამისად ჩვენს მიმართ უფრო დიდ ცოდვას არ სჩადიოდნენ თავიანთი მიკერძოებული რეზოლუციებით? დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების პირობებში, ცხადია ყოველგვარი უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევის გარეშე ვარაუდს და ეჭვს გამოვთქვამ, ხომ მაქვს უფლება?!“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს