
ავტორი
Front News საქართველო
გახარიას მიერ ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევა ნამდვილად ძალიან სასაცილოა, მისი გუნდისთვის უფრო პატარა ჯგუფისთვის კი სატირალია, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, გახარია, მის გუნდთან ერთად ამ გზით ცდილობს, საზოგადოების ყურადღება მიიქციოს.
“გახარიას მიერ ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევა ნამდვილად ძალიან სასაცილოა, მისი გუნდისთვის უფრო პატარა ჯგუფისთვის კი სატირალია. სპორტული ტერმინი რომ ვიხმაროთ სხვადასხვა წონით კატეგორიები არიან და იმიტომ, სად გახარია თავის უბადრუკი პოლიტიკური წონით და სად ბიძინა ივანიშვილი?! მაინც რა გამართლება ან რა ახსნა უნდა ჰქონდეს ამ ყოველივეს? მარტივი: რაღაცით უნდათ ყურადღების მიქცევა ამ ხელმოცარულებს?! მანამდე ლილუაშვილი გამოვიდა და იქნებ ძველ საპრეზიდენტო მოდელს დავუბრუნდეთო იძახდა. სავარაუდოდ გახარია ჰყავდა წარმოდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატად, ბუჩუკური გამოვიდა ერთ-ერთ ტელევიზიაში და ცდილობდა აეხსნა თუ რატომ დაბრუნდა ივანიშვილი პოლიტიკაში და თავისივე სისულელეებში ძალიან სასაცილოდ აიხლართა. მოკლედ არ იციან რა ქნან ოღონდ რამენაირად ყურადღება მიიქციონ. ბოლოს ალბათ გამოვლენ და იტალიის საფეხბურთო კლუბ ნაპოლის პრეზიდენტს გახარიას შესთავაზებენ მწვრთნელად… ისე, ირაკლი კობახიძის შეთავაზება ძალიან კარგად ჟღერს გახარიასადმი, წესით ხელიდან არ უნდა გაუშვან ეს შესაძლებლობა!” – წერს ნიკოლეიშვილი.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს