
ავტორი
Front News საქართველო
სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, რომ “ის მოცემულ სიტუაციაში უარს ამბობს ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატურების წარდგენაზე”, არის უკანონო და ანტიკონსტიტუციური, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
ექსპერტის შეფასებით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის მიერ გაჟღერებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, პრეზიდენტი არ წარუდგენს პარლამენტს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს, სანამ ნათია თურნავას ბრძანება არ გაუქმდება, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ პრეზიდენტი “ნაციონალური მოძრაობის” რუპორად ჩამოყალიბდა.
“სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, რომ “ის მოცემულ სიტუაციაში უარს ამბობს ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატურების წარდგენაზე”, არის უკანონო და ანტიკონსტიტუციური. წარდგენილი კანდიდატების გაწვევა არ შეიძლება. ამიტომ, ეროვნული ბანკის საბოტაჟის გზაზე პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გადის კანონის ჩარჩოებიდან. ეს უვიცი ქალი იმასაც ვერ ხვდება, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდა ნაცმოძრაობის რუპორად და დაისამარა თავი სამუდამოდ”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს