Logo

ლევან ნიკოლეიშვილი – საქართველოშიც იგეგმებოდა ტერორისტული აქტი ბიძინა ივანიშვილის გასანადგურებლად

პოლიტიკა
382
Frontnews image description

ტერორისტული აქტების სერია, რომელიც ლიბერალური ფაშიზმის მოწინააღმდეგეების მკვლელობით უნდა დასრულებულიყო, როგორც ჩანს, სწორედაც ერთი დიდი სცენარის ნაწილია,  –  ამის შესახებ ექსპერტი, “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, საქართველოში ტერორისტული აქტი იმ პიროვნების მიმართ იგეგმებოდა, რომელმაც სამშობლოს მშვიდობა არაფერზე გაცვალა.

 

“ტერორისტული აქტების სერია, რომელიც ლიბერალური ფაშიზმის მოწინააღმდეგეების მკვლელობით უნდა დასრულებულიყო, როგორც ჩანს, სწორედაც ერთი დიდი სცენარის ნაწილია: უნგრეთის პრემიერ მინისტრ ორბანზე თავდასხმა, სლოვაკეთის პრემიერ ფიცოს და აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა. ახლა კი ვიგებთ, რომ საქართველოშიც იგეგმებოდა ტერორისტული აქტი ბიძინა ივანიშვილის გასანადგურებლად. იმ ადამიანის მოსაკლავად, რომელმაც არაფრის ფასად არ გაცვალა თავისი სამშობლოს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ყველაფერზე წამსვლელი ადგილობრივი და უცხო ძალებმა იციან რომ არჩევნებში მათ მარცხი გარდაუვალია, მათი ბოროტი განზრახვითა და წარმოდგენით ასეთი პოლიტიკური მკვლელობის აქტი, მათ გზას გაუხსნიდა სახელმწიფო გადატრიალებისაკენ, თავიდან ბოლომდე ამოატრიალებდა საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკურ ვექტორს. ცხადია, დიდი კითხვის ნიშნები ჩნდება – რატომ მალავდა ასეთ სკანდალურ საქმეს ოპოზიციის მედია და გამოკითხული პირები და ადვოკატები? დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი სტრუქტურები ყველაფერს გამოიძიებენ და უფრო დიდი სურათი გამოჩნდება”, – წერს ნიკოლეიშვილი.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები