ლევან ნიკოლეიშვილი – სუსის განცხადება სერიოზული გაფრთხილებაა


ავტორი
Front News საქართველო
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პარლამენტთან მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვით, “პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას და რომელიც იმართება უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით“.
“სუსის აღნიშნული განცხადება, სერიოზული გაფრთხილებაა იმ ხალხის მიმართ, ვინც უბრალო ადამიანების მსხვერპლის საფასურად ცდილობენ თავიანთი ავადმყოფური პოლიტიკური ჟინის დაკმაყოფილებასა და რევოლუციის მოწყობას. რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას ვისაც საქართველოს უახლესი ისტორია ახსოვს კარგად იცის-მინიმუმ სამოქალაქო დაპირისპირება! თუმცა ის ფაქტი, რომ სუსი ასეთი სახის განცხადებას აკეთებს, ნიშნავს რომ შესაბამისი უწყებები მზად არიან პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად. კანონის აღსრულების “ბადეს” სრულიად სამართლიანად სავარაუდოდ რამდენიმე რადიკალი პოლიტიკოსი და არასამთავრობოს წარმომადგენელიც მოჰყვება. ამ დროს არათუ აქაური რადიკალების, არამედ მათი უცხოელი პატრონების აღშფოთება-შეშფოთება-ტირილი-გოდება-განცხადებები გამოხატვის თავისუფლებისა და პოლიტიკური დევნის შესახებ არ მიიღება, როცა საკითხი ქვეყნის სტაბილურობასა და სუვერენიტეტს შეეხება“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
თაგები:


ლევან ნიკოლეიშვილი – ასეთი ამბები ადვილად არ ხდება ხელისშემშლელი ფაქტორების ფონზე, ეს კი ადასტურებს, რომ ჩვენმა დელეგაციამ ძალიან სერიოზული სამუშაოები ჩაატარა

ლევან ნიკოლეიშვილი – ევროპის ყველა ლიდერმა, რომელმაც უსამართლოდ გაგვაკრიტიკა, სერიოზული მარცხი განიცადა

ლევან ნიკოლეიშვილი – ზურაბიშვილი აპირებდა კიევში ჩასვლას, როგორც საქართველოს უმაღლესი მთავარსარდალი ხაზგასმით უნდა გაეკეთებინა ისეთი განცხადება, რომლის გამოც საქართველო ისევ პირდაპირი სამიზნე გახდებოდა