
ავტორი
Front News საქართველო
ამერიკის საელჩოს და პირადად ამერიკის ელჩს – ქალბატონ კელი დეგნანს: ის, რაც თქვენ დღეს იკადრეთ, არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე უმძიმესი და გავეშებული იერიში. თქვენ დღეს მწვანე შუქი აუნთეთ ძალადობას და რევოლუციურ პროცესებს – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ელჩმა უმძიმესი შეცდომა დაუშვა, როდესაც ერთი კონკრეტული ამერიკული კანონი დემოკრატიის შავ დღედ შეაფასა.
“ამერიკის საელჩოს და პირადად ამერიკის ელჩს – ქალბატონ კელი დეგნანს: ის, რაც თქვენ დღეს იკადრეთ, არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე უმძიმესი და გავეშებული იერიში. თქვენ დღეს მწვანე შუქი აუნთეთ ძალადობას და რევოლუციურ პროცესებს. როგორც ჩანს, სწორედ ეს გეგმა გაქვთ დიდი ხანია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ისფედს პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება გაუპრავეთ და სულ სანაქებო ენჯეო ეძახეთ. ამჯერად თქვენ ერთი კონკრეტული ამერიკული კანონი დემოკრატიის შავ დღედ შეაფასეთ და ამით უმძიმესი შეცდომა დაუშვით. ქართველი ხალხი ბრძენია და აუცილებლად გამოტანს დასკვნას თქვენი დამოკიდებულებისგან“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს