
ავტორი
Front News საქართველო
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპისთვის ახალი ბრალდების წარდგენას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ბრალდება წარუდგინეს. ამონარიდი ბრალის დადგენილებიდან: “არჩევნების დღიდან ორ თვეზე მეტი ხნის შემდეგ, ბრალდებული ავრცელებდა სიცრუეს, რომ მოხდა არჩევნების შედეგების გაყალბება და რომ რეალურად მან გაიმარჯვა. ეს პრეტენზიები მცდარი იყო და ბრალდებულმა იცოდა, რომ მცდარი იყო, მაგრამ მაინც ავრცელებდა, რათა ყალბი პრეტენზიები ლეგიტიმურად წარმოეჩინა, უნდობლობისა და ბრაზის ინტენსიური ატმოსფერო შეექმნა და არჩევნების ადმინისტრირების მიმართ საზოგადოების რწმენა შეერყია”.
ანუ რა გამოდის? ამერიკული სტანდარტით ბრალი უნდა წარედგინოს ISFED-ის ხელმძღვანელობას და USAID-ის წარმომადგენლობას, რადგან ISFED–მა PVT გააყალბა, ხოლო შემდეგ ელენე ნიჟარაძემ, ამ ორგანიზაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა აღიარა, რომ მან აცნობა დონორს პარალელური დათვლის შედეგებში არსებული დარღვევის თაობაზე.
ასევე ამერიკული სტანდარტით ბრალი უნდა წარედგინოს რადიკალური ოპოზიციის ყველა ლიდერს, რადგან მათ იცოდნენ, რომ არჩევნები წაგებული ჰქონდათ, თუმცა ამერიკული ბრალის დადგენილების თანახმად „ავრცელებდნენ სიცრუეს, რომ მოხდა არჩევნების შედეგების გაყალბება და რომ რეალურად მათ გაიმარჯვეს. ეს პრეტენზიები მცდარი იყო, მაგრამ მაინც ავრცელებდნენ, რათა ყალბი პრეტენზიები ლეგიტიმურად წარმოეჩინა“!!!” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს