ლევან ნიკოლეიშვილი – უკრაინის ოფიციალურ პირებს უნდა “მივულოცო” საქართველოს წინააღმდეგ კიდევ ერთი მტრული ნაბიჯის გადადგმა


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენს ქვეყანას მტერი არასოდეს აკლდა, გარედან თუ შიგნიდან, მაგრამ დღეს უკრაინის ოფიციალურ პირებს უნდა „მივულოცო“ საქართველოს წინააღმდეგ კიდევ ერთი მტრული ნაბიჯის გადადგმა – დიახ, აქამდე მხოლოდ რუსეთს ჰქონდა სანქციები დაწესებული ჩვენთვის დღეს კი მათ უკრაინაც შეუერთდა! -ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ბიძინა ივანიშვილის ნათესავების წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს.
“ამ ჩვენს ქვეყანას მტერი არასოდეს აკლდა, გარედან თუ შიგნიდან, მაგრამ დღეს უკრაინის ოფიციალურ პირებს უნდა „მივულოცო“ საქართველოს წინააღმდეგ კიდევ ერთი მტრული ნაბიჯის გადადგმა -დიახ, აქამდე მხოლოდ რუსეთს ჰქონდა სანქციები დაწესებული ჩვენთვის დღეს კი მათ უკრაინაც შეუერთდა! მიზეზი, კი ისაა, რომ რუსეთს მეორე ფრონტი არ გავუხსენით, და ჩვენი საჯიშე გოგო-ბიჭები მიწაში არ ჩავაწვინეთ! ისე, უბრალო შეუიარაღებელი თვალით თუ დავაკვირდებით, თბილისშიც და ბათუმშიც ქუჩაშიც თუ კაფე-ბარებსა და რესტორნებშიც ბევრი რუსი და უკრაინელი ვხედავთ ერთმანეთთან მოჟღურტულე თუ ტკბილად მოსაუბრეს (თან ვერ გაარჩევ ვინ ვინაა, რუსულად საუბრობენ!). კიდევ მთავრი დეტალი, ეს რუსები თუ უკრაინელები რესტორანში თუ ქუჩებში მოხეტიალეები, თითქმის ყველა იმ ასაკისაა, წესით ფრონტის ხაზზე, რომ ავტომატი უნდა ეჭიროს ხელში! დავუშვათ რუსები პუტინს გამოექცნენ, ეს ჯან-ღონით სავსე უკრაინელები ვის გამოექცნენ: ზელენსკის, დანილოვს, არესტოვიჩს, არახამიას თუ საქართველოს ნაციონალური მოძრაობის უკრაინული ფილიალის წარმომადგენლებს?!
მანამდე არ აგიდგათ, გვერდები სანამ საქართველო ან ქართველები სანქციებით ან სხვა რამით შეაშინოთ და ვიდრე ჩვენ თქვენს გამო ომში ჩავერთვებით!“ – წერს ნიკოლეიშვილი facebook – ზე.
თაგები:


ლევან ნიკოლეიშვილი – შალვა პაპუაშვილის წერილი, რომლითაც უკრაინის რადას თავმჯდომარეს მიმართავს, კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ქართველი ხალხი და ხელისუფლება მომავალშიც გააგრძელებს მათ თანადგომას

ლევან ნიკოლეიშვილი – ავის მსურველებმა ვერ შეძლეს საქართველოს ომში ჩათრევა, სამაგიეროდ უკრაინის ზოგიერთი ჩინოვნიკი აპირებს ჩვენ გაგვიხსნას მეორე ფრონტი

ლევან ნიკოლეიშვილი – ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც უკრაინის პოლიტელიტა ცდილობს საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევას