
ავტორი
Front News საქართველო
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლის ევან ელიოტის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის გვერდზე განთავსებული დოკუმეტების მიხედვით, სწორედ ელიოტის დახმარებით ცდილობდნენ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტები სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას.
“ეს კაცი არის ევან ელიოტი – ამერიკის საელჩოს თანამშრომელი, რომელიც ძალიან დიდ სკანდალშია გახვეული. ფარაზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, სწორედ ამ ადამიანის გავლით ცდილობდნენ კრიმინალი სააკაშვილის ლობისტები სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას. მე ვფიქრობ, რომ ამ “პატიოსანმა კაცმა” აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი კითხვაზე, რა აკავშირებს მას სააკაშვილის ლობისტებთან და რატომ გაბედა, დამნაშავის შეწყალებაზე კომუნიკაცია ერთი მხრივ ლობისტებთან, მეორე მხრივ პრეზიდენტთან. თუ ამ კითხვებზე პასუხს არ გასცემს, აუცილებლად უნდა გავაცემინოთ”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს