ლევან ოჩიგავა ევროპის ჩემპიონ-რეკორდსმენია

ავტორი
Front News საქართველო
ლევან ოჩიგავამ ალბანეთში მიმდინარე 20 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა და სამი ოქროს მედალი მოიპოვა.
ძალოსანმა ატაცში 148 / 154 კგ. დაძლია და ევროპის ჩემპიონის ტიტულთან ერთად ევროპის რეკორდსმენის ტიტულსაც დაეუფლა.
ლევან ოჩიგავამ აკვრაში დაძლეული 191 კილოგრამით კიდევ ერთი ოქროს მედალი მოიპოვა და კვლავ ევროპის რეკორდი დაამყარა.
ასევე სარეკორდო აღმოჩნდა ორჭიდში მოგროვილი 345 კილოგრამიც და ქართველმა ნაკრების ყულაბას მესამე ოქროს მედალიც შესძინა.
თაგები:
ლევან ოჩიგავა
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


