ლევან ფერაძე – გთხოვთ ექიმებსა და მედპერსონალს, ვისაც გული შეგტკივათ სააკაშვილის სიცოცხლეზე, აუცილებლად მობრძანდეთ

ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” ოფისთან ხვალ, 15:00 საათზე დაგეგმილ აქციას ექიმებიც უერთდებიან.
როგორც ექიმი ლევან ფერაძე სოციალურ ქსელში წერს, მედიკოსები კოლმეურნეობის მოედანზე შეიკრიბებიან, საიდანაც “ოცნების” ოფისისკენ გაემართებიან.
“კოლეგებო, ხვალ, 14 სთ.20 წთ-ზე, ვიკრიბებით კოლმეურნეობის მოედანზე, საიდანაც გადავინაცვლებთ “ოცნების” ოფისთან. გთხოვთ ექიმებსა და ზოგადად მედპერსონალს, ვისაც გული შეგტკივათ სააკაშვილის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე, აუცილებლად მობრძანდეთ.
უმორჩილესი თხოვნაა, ეს პოსტი მაქსიმალურად გააზიაროთ”, – წერს ექიმი ლევან ფერაძე.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fdoc.peradze%2Fposts%2Fpfbid032BrqpsyKsqvQy1cg5yKoCeyQyLHkkQq4qji1PMNdQZajZgbi7Th3geHmQ99A5vLvl&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”681″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
ლევან ფერაძე




