
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე უკრაინის მიერ საქართველოს რამდენიმე მოქალაქისთვის სანქციების დაწესებას ეხმაურება.
“ჩემთვის წარმოუდგენელი იმედგაცრუებაა, რომ უკრაინა გახდა მეორე ქვეყანა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეები დაასანქცირა. პირველი რუსეთია“, – წერს ლევან ქარუმიძე.
უკრაინის შავ სიაში ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე ქეთევან ხარაიძე, დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი ტატე მამაცაშვილი მოხვდნენ.
სანქციები შეეხება ასევე ბიზნესმენ დავით იაკობაშვილს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს