
ავტორი
Front News საქართველო
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე ევროპის საბჭოს მიერ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება.
“მსჯავრდებულის და ცნობილი სადისტის მასპინძლობა იმ დაწესებულებაში, რომელიც ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გარანტია, რბილად რომ ვთქვათ შეუფერებელია. ადეიშვილმა ჯერ პასუხი უნდა აგოს საკუთარ დანაშაულებზე, სანამ სხვის დანაშაულებს გამოიძიებს“, – წერს ქარუმიძე.
ევროპული საბჭოს ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის თემაზე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილიც ესწრებოდა.
თაგები:
ლევან ქარუმიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს