
ავტორი
Front News საქართველო
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით, დღეს ქვეყანაში ბევრი კრიტიკული პაციენტია, რომელთა უმეტესობა ჯანმრთელდება და გამოჯანმრთელებული ეწერებიან კლინიკიდან.
“ასე არ არის, რომ რეანიმაციაში მძიმე პაციენტი მოკვდება, ის ვერ გავა რეანიმაციიდან, ეს არის ცრუ ინფორმაცია. არ ვიცი, ვის აწყობს ამის თქმა და რატომ ძაბავს მოსახლეობას. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩვენი კლინიკა ემსახურება მძიმე და კრიტიკულ პაციენტებს, როგორც ახალშობილებს, ასე ორსულებს და ლეტალობის ინდექსი, ჩვენდა საბედნიეროდ, გვაქვს 5,1 პროცენტი. ამ ლეტალობაში იგულისხმება, რომ ექიმებმა ყველაფერი გავაკეთეთ, რათა პაციენტი გადაგვერჩინა. არა მარტო ამ პანდემიის პერიოდში, არამედ წინა პერიოდშიც ვაკეთებდით ყველაფერს, მაგრამ პაციენტები გვეღუპებოდნენ, რადგან დგებოდა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი მდგომარეობა, რისი მართვაც ექიმებს არ შეგვეძლო. იმის თქმა, რომ „კოვიდ 19“-ით მძიმე პაციენტები მასობრივად იღუპებიან ჩვენს ქვეყანაში, არის მცდარი, რადგან ამის უამრავი მაგალითი გაქვს.
ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე დადგება მომენტი, როდესაც ლეტალობის ინდექსი ქვეყანაში მკვეთრად დაიკლებს“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს