ლევან საგინაშვილს Netflix-ის ფილმში გადაიღებენ

ავტორი
Front News საქართველო
მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მკლავჭიდელს ლევან საგინაშვილს Netflix-ის ფილმში გადაიღებენ.
“ქართველმა ჰალკმა” პოდკასტში “მტკივნეული შოუ” განაცხადა, რომ ის Extraction 2-ში (დახსნა) ერთ-ერთ როლზე დაამტკიცეს.
გადაღებები სექტემბრის ბოლოს ავსტრალიაში იყო დაგეგმილი, მაგრამ კოვიდ 19-ის გამო ის ჩეხეთში გადაიტანეს.
„სექტემბრის ბოლოს უნდა წავსულიყავი ავსტრალიაში, გადაღებებზე და კორონას „დელტა“ შტამის გავრცელების გამო, გადაღებები პრაღაში გადავიდა. იმედი მაქვს, რომ ამ ფილმს რომ გადამიღებენ, ბევრი შემოთავაზება იქნება“, – აღნიშნა ლევან საგინაშვილმა.
ლევან საგინაშვილი ორი წლის წინ ბრიტანულ-არაბულ ფილმშიც გადაიღეს.
თაგები:





