ლევან სამუშია – ნიკა გვარამია მოუწოდებს ყველას, არ შეწყვიტონ ბრძოლა თავისუფალი სიტყვის დასაცავად

ავტორი
Front News საქართველო
ნიკა გვარამია თავს გრძნობს მხნედ და მოუწოდებს ყველას, არ შეწყვიტონ ბრძოლა თავისუფალი სიტყვის დასაცავად, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა ლევან სამუშიამ განაცხადა, რომელმაც პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამია რუსთავის ციხეში მოინახულა.
სამუშიას თქმით, „მთავარი არხის“ დამფუძნებელს საზოგადოების რეაქციის შესახებ ესაუბრა.
“ძალიან მხნედ გრძნობს თავს, ვისაუბრეთ მიმდინარე საკითხებზე და იმაზე, თუ როგორი გამოხმაურებაა საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.
ერთადერთი საწუხარი აქვს, მისი პატარა შვილები.
ტელევიზორი არ აქვს საკანში და ველოდებით, რომ შეუტანენ“, – განაცხადა ლევან სამუშიამ.
თაგები:
ლევან სამუშია




