ლევან სანიკიძე - 13 სექტემბრის აქციაზე “ნაციონალური მოძრაობა” აუცილებლად იქნება წარმოდგენილი


ავტორი
Front News საქართველო
“13 სექტემბრის აქციაზე “ნაციონალური მოძრაობა” აუცილებლად იქნება წარმოდგენილი. ჩვენთვის არ არსებობს პროტესტის კერა, განსაკუთრებით ქუჩის საპროტესტო მოძრაობა, სადაც ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.
“ნაციონალური მოძრაობა” 13 სექტემბრის აქციაზე იქნება წარმოდგენილი, ვინაიდან და რადგანაც ჩვენთვის არ არსებობს პროტესტის კერა, განსაკუთრებით ქუჩის საპროტესტო მოძრაობა, სადაც ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას.
კონკრეტული გზავნილი აქვს ამ აქციას, რაც დაკავშირებულია უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხთან, 31 აგვისტოს ჩვენ გვეცოდინება ევროკავშირის პასუხი, რომ ის პირობები, რომელიც “ქართულ ოცნებას” ვერ ვიტყვი, რომ წაუყენეს, უბრალოდ შესაბამისი კრიტერიუმები, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს საქართველომ უვიზო მიმოსვლის არ შეჩერებასთან დაკავშირებით, ცხადი იქნება, რომ “ოცნებამ” არ შეასრულა”, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.
თაგები:
ლევან სანიკიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს