ლევან სანიკიძე – 25 ნოემბრის საპროტესტო მზადებას ოპოზიცია იწყებს აქედან


ავტორი
Front News საქართველო
ყველას ვურჩევ, ვისაც უნდა დაიმუხტოს დადებითი ემოციებით, შემოგვიერთდეს. 25 ნოემბრის საპროტესტო მზადებას ოპოზიცია იწყებს აქედან, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 25 ნოემბერს პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების საშუალება არ უნდა მიეცეს ხელისუფლებას.
“ყველას ვურჩევ, ვისაც უნდა დაიმუხტოს დადებითი ემოციებით, შემოგვიერთდეს. რაც შეეხება გეგმას, მე მგონი, არ არის დაფარული, თუ რა არის მთავარი ამოცანა, ეს არის ის, რომ 25 ნოემბრისთვის ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ არ შედგეს ის ეროვნული ღალატის აქტი, რასაც ჰქვია პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა და მათ შორის, დღევანდელი პროტესტი არის ამ დიდი მოძრაობის ნაწილი. არ არის ამ სიცივეში გარეთ დგომა, მაგრამ პროტესტს არ აქვს ალტერნატივა.
მე მიმაჩნია, რომ პარტიების დრო დასრულებულია და დღეს არის მთელი ქვეყნის გაერთიანების დრო. 25 ნოემბრის საპროტესტო მზადებას ოპოზიცია იწყებს აქედან”, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
თაგები:
ლევან სანიკიძე