ლევან სანიკიძე – ამ ხალხს უნდა ვაჩვენოთ სრულყოფილი ერთობა

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში თავისუფალი საზოგადოება ორ კატეგორიად ვიყოფით – დაპატიმრებული და დასაპატიმრებელი. ივანიშვილი ყველა ჯგუფს და სეგმენტს ეხება უკვე, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის წმინდა იდეოლოგიური ბრძოლა.
“საქართველოში თავისუფალი საზოგადოება ორ კატეგორიად ვიყოფით – დაპატიმრებული და დასაპატიმრებელი. ივანიშვილი ყველა ჯგუფს და სეგმენტს ეხება უკვე. ეს არის წმინდა იდეოლოგიური ბრძოლა. სხვა პარტიის წარმომადგენლებო, რომლებსაც შეიძლება გაერთიანებაზე საუბარი გულზე არ გეხატებოდეთ მაინც და მაინც, მაგრამ როდესაც აღმოჩნდებით საკანში, იქ მერე მრავალფეროვნებაზე ვეღარ ისაუბრებთ სხვა პარტიის წევრთან, რომელიც თქვენ გვერდით იჯდება. ამიტომ, გარეთ, ერთად ამ ხალხს უნდა ვაჩვენოთ სრულყოფილი ერთობა. მიმაჩნია, რომ ვისი გაერთიანებაც შეიძლება, უნდა გაერთიანდეს. დროა, “ქართული ოცნება” ოფიციალურად მარტო დარჩეს პარლამენტში”, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
თაგები:
ლევან სანიკიძე




