ლევან სანიკიძე – ამ ქვეყანაში მთავარი დანიშნულება სუსის რაც არის, რომ აღკვეთოს სახელმწიფო გადატრიალება, ის უკვე მომხდარია

ავტორი
Front News საქართველო
26 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა ეს ქვეყანა გადაატრიალა, ახლა ქართველი ხალხი ამის გადმოტრიალებას ცდილობს და დავიბრუნებთ საქართველოს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მალე სამსახურს, სუსსაც მოუწევს იმის გააზრება, რომ აღარ იქნება ისეთი მონსტრი, როგორიც არის.
“სხვაზე როგორ უნდა იძახდე საერთოდ, რომ დესტაბილიზაციას აწყობსო. ამ ქვეყანაში მთავარი დანიშნულება სუსის რაც არის, რომ აღკვეთოს სახელმწიფო გადატრიალება, ის უკვე მომხდარია. 26 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა ეს ქვეყანა გადაატრიალა, ახლა ქართველი ხალხი ამის გადმოტრიალებას ცდილობს და დავიბრუნებთ საქართველოს, ეჭვი არ შეეპაროს ივანიშვილს და ის ორგანო, რომელმაც ეს ანგარიში დაწერა, ეს სისულელე შიგნით შეატანინა და ახლა განხილვას ვინც აპირებს, ყველა დაემშვიდობება ამ სამსახურს, სუსსაც მოუწევს იმის გააზრება, რომ აღარ იქნება ისეთი მონსტრი, როგორიც არის და ერთხელ და სამუდამოდ, მივიღებთ ისეთ ქვეყანას, სადაც ერთი კაცი ვეღარ მართვას ქართულ სახელმწიფოს”, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
თაგები:
ლევან სანიკიძე




