ლევან სანიკიძე – არჩევნებში დამარცხების აღიარება არ იქნება მხოლოდ “ქართული ოცნების” ნება-სურვილზე დამოკიდებული


ავტორი
Front News საქართველო
“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერის ლევან სანიკიძის განცხადებით, “ქართულ ოცნებას” ოპოზიციაში გადასვლა მოუწევს.
“მე მგონია, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის ნება-სურვილი იმდენად მაღალ დონეზე იქნება გამოხატული, რომ არჩევნებში დამარცხების აღიარება არ იქნება მხოლოდ “ქართული ოცნების” ნება-სურვილზე დამოკიდებული, მათ მოუწევთ ოპოზიციაში გადასვლა და არ არის ტრაგედია ოპოზიციაში გადასვლა, ეს ჩვენმა პარტიამ საკუთარ თავზე გამოცადა.
სამართლიანი სასამართლოც იქნება ამ ქვეყანაში, დამოუკიდებელი თვითმმართველობაც იქნება, ქვეყანაში გაგრძელდება დემოკრატიული განვითარება, ევროკავშირის წევრიც გავხდებით და ასეთ სიტუაციაში ოპოზიციაში ყოფნა ბევრად უფრო მსუბუქი იქნება იმასთან შედარებით, რაც ჩვენს პარტიას გამოატარეს, 12-წლიანი ჯოჯოხეთისა და პოლიტიკური დევნის სახით, რომელიც ახლაც გრძელდება და, დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ესეც დასრულდება”, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
თაგები:
ლევან სანიკიძე

ლევან სანიკიძე – “ქართული ოცნების” დღე მხოლოდ 25 თებერვალია

ლევან ბეჟაშვილი – უნდა ვიცოდეთ, რომ “ქართული ოცნება“ არ არის სანდო პარტნიორი და მასთან ბრძოლა მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით არის შესაძლებელი

ლევან სანიკიძე – მსგავსი ტიპის რეპრესიები მიუთითებს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე, რომ ივანიშვილი არის სრულ ისტერიკაში