Logo

ლევან სანიკიძე – ბატონო ბიძინა, რასაც მთელი 12 წელი ცდილობდით, არაფერი გამოგივიდათ

პოლიტიკა
1497
Frontnews image description

ერთ პატარა კაცს, რომელიც ცხოვრობს აქვე ახლოს, მთაწმინდაზე, მინდა ვუთხრა, რომ ბატონო ბიძინა, რასაც მთელი 12 წელი ცდილობდით, არაფერი გამოგივიდათ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ცოცხალია, საქართველო არ მოკვდება, საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი.

“დღეს მე ისე ვამაყობ ჩემი ქართველობით, როგორც არასდროს. ვამაყობ, რომ ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი. დღეს თავისუფლების მოედანზე, პირდაპირი მნიშვნელობით, დგას საქართველო. ერთ პატარა კაცს, რომელიც ცხოვრობს აქვე ახლოს, მთაწმინდაზე, მინდა ვუთხრა, რომ ბატონო ბიძინა, რასაც მთელი 12 წელი ცდილობდით, არაფერი არ გამოგივიდათ. საქართველო ცოცხალია, საქართველო არ მოკვდება, საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი, ქართველები ვიამაყებთ, რომ ვართ ის ხალხი, რომლებმაც შექმნა უნიკალური ტრადიციები, კულტურა და რაც მთავარია, გვაქვს დიდი მომავალი. დღევანდელი დღე შედგა. ქართული სახელმწიფო შედგა“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

თბილისში მარში – “საქართველო ირჩევს ევროკავშირს” მიმდინარეობს. ევროპული არჩევანის მხარდამჭერ მარშში მონაწილეობისთვის მოქალაქეები თბილისის ხუთ სხვადასხვა ადგილას შეიკრიბნენ. მსვლელობები დაიწყო გმირთა მოედნიდან, რესპუბლიკის მოედნიდან, სამასი არაგველის ძეგლიდან, მთაწმინდიდან და მარჯანიშვილის მოედნიდან.

როგორც მარშის მონაწილეები აცხადებენ, მათი მთავარი მიზანია, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ისინი ყველაფერს გააკეთებენ ამისთვის.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები