ლევან სანიკიძე – ჩვენ ბუნებრივია, რომ ამ მოცემულობაში გამოვრიცხავთ არჩევნებში მონაწილეობას

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ბუნებრივია, რომ ამ მოცემულობაში გამოვრიცხავთ არჩევნებში მონაწილეობას, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნები არ ცვლის აღმასრულებელ საკანონმდებლო ხელისუფლებას.
“უკვე 100 დღეზე მეტია, ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ხაზს ვუსვამ, რომ ახალ არჩევნებში ჩვენ ვგულისხმობთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს. საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა. დღეს ჩვენ გვაქვს ერთპარტიული პარლამენტი. არ იცვლება ხელისუფლება იმიტომ, რომ თვითმმართველობის არჩევნები არ ცვლის აღმასრულებელ საკანონმდებლო ხელისუფლებას. ჩვენ ბუნებრივია, რომ ამ მოცემულობაში გამოვრიცხავთ მონაწილეობის მიღებას”, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
თაგები:
ლევან სანიკიძე




