
ავტორი
Front News საქართველო
“ოცნება” რუსული ძალაა, რომელიც პირდაპირ იმართება ეფესბესგან, მათ შორის, ჩვენი დასავლელი პარტნიორების წარმოდგენილი მტკიცებულებები, სხვადასხვა ჟურნალისტური გამოძიებები ადასტურებს, რომ ეს არის კრემლისგან მართული ძალა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სამი დღეა, დარჩენილი იმისათვის, რომ დასრულდეს რუსული მმართველობა საქართველოში.
“ოცნება” რუსული ძალაა, რომელიც პირდაპირ იმართება ეფესბესგან, მათ შორის, ჩვენი დასავლელი პარტნიორების წარმოდგენილი მტკიცებულებები, სხვადასხვა ჟურნალისტური გამოძიებები ადასტურებს, რომ ეს არის კრემლისგან მართული ძალა. ისინი იღებენ მათგან პირდაპირ მმართველობის იმ მანკიერ სისტემას, რომელიც რუსეთის ფედერაციას, პუტინის რუსეთს აქვს და ბუნებრივია, არ არის გასაკვირი, რომ მათი პროპაგანდა, საარჩევნო დაპირებები თუ ის ზიზღის ენა, რუსებისგან რაც აქვთ, გადმოღებულია.
მე მინდა, ჩვენს ხალხს ვუთხრა, რომ ჩვენ გვაქვს დარჩენილი ზუსტად სამი დღე იმისათვის, რომ დავასრულოთ რუსული მმართველობა საქართველოში”, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
თაგები:
ლევან სანიკიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს