ლევან სანიკიძე - ჩვენ გვყავს ისეთი ანტიეროვნული ხელისუფლება, მე მგონი, ბედნიერი იქნება, ეს ზომა თუ იქნება გამოყენებული რომელიმე ევროპული სახელმწიფოს მხრიდან

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ გვყავს ისეთი ანტიეროვნული ხელისუფლება, მე მგონი, ბედნიერი იქნება, ეს ზომა თუ იქნება გამოყენებული რომელიმე ევროპული სახელმწიფოს მხრიდან, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა სახელმწიფოს შეუძლია რომ მიიღოს კონკრეტული ზომები სასაზღვრო კვეთასთან დაკავშირებით.
"ტექნიკურად, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს შეუძლია რომ მიიღოს კონკრეტული ზომები სასაზღვრო კვეთასთან დაკავშირებით, ამით ისინი შეზღუდულები არ არიან, უბრალოდ, სამწუხაროა, რომ ჩვენ გვყავს ისეთი ანტიეროვნული ხელისუფლება, რომელიც, მე მგონი, ბედნიერი იქნება, ეს ზომა თუ იქნება გამოყენებული რომელიმე ევროპული სახელმწიფოს მხრიდან და ისინი არა თუ მუშაობენ, რომ ეს არ მოხდეს, არამედ პირიქით, ყველაფერს აკეთებენ, რომ ქართველებს შეეზღუდოთ ევროპაში თავისუფალი გადაადგილება", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ვარშავა განიხილავს უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას რამდენიმე ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებისთვის.
თაგები:
ლევან სანიკიძე




