Logo

ლევან სანიკიძე – ჩვენ ვითხოვთ ჩვენი თანამებრძოლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას

პოლიტიკა
453
Frontnews image description

ჩვენ ვითხოვთ ჩვენი თანამებრძოლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა საგამოძიებო მოქმედება, რომელიც გუშინ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში ჩატარდა, უკანონო იყო.

“ყველა ის საგამოძიებო მოქმედება, რომელიც გუშინ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში ჩატარდა, აბსოლუტურად უკანონო იყო. უგულებელყოფილი იყო სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა ნორმა, არ მოხდა, როგორც სასამართლოს და მოსამართლის განჩინების წარდგენა, ისე მოწმეების დასწრება. აქედან გამომდინარე, კანონიერ მოთხოვნაზე – დაუმორჩილებლობაზე საუბარი არის უბრალოდ სასაცილო. ჩვენ ვითხოვთ ჩვენი თანამებრძოლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას”, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები