ლევან სანიკიძე და იგორ ნარმანია შვედეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან
პოლიტიკა
4 საათის წინ / 18:13


ავტორი
Front News საქართველო
“ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ლევან სანიკიძე და ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე იგორ ნარმანია შვედეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან.
ვიზიტის ფარგლებში პარტიის წევრები შვედეთის პარლამენტის (რიქსდაგის) წარმომადგენლებს ხვდებიან,
როგორც ლევან სანიკიძე აცხადებს, ისინი დღეს შეხვდნენ ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ერიკ ოტოსონს, სადაც საქართველოში არსებულ ვითარებაზე - პოლიტპატიმრებზე, აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ფორმატზე, ახალ არჩევნებზე და მოსალოდნელ სანქციებზე ისაუბრეს".
