ლევან სანიკიძე - ეს ყველაფერი გამოწვეულია შიდა კლანური დაპირისპირებიდან და სანქციებიდან გამომდინარე


ავტორი
Front News საქართველო
ეს ყველაფერი გამოწვეულია შიდა კლანური დაპირისპირებიდან და სანქციებიდან გამომდინარე. რამდენიც არ უნდა იძახონ, რომ სანქცია არ მუშაობას, ამას გავლენა არ აქვს, ფაქტია მაინც ის, რომ ყველა პირი, რომელიც სანქცირებულია ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, აღმოჩნდნენ იმ მდგომარეობაში, როგორშიც არის დღეს ბატონი ხარაზიშვილი, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.
"ეს მაინც ძალიან დიდი დარტყმაა “ქართული ოცნებისთვის”. შსს-ში ყოველთვის მტკივნეულად უყურებენ მსგავსი ტიპის გადაადგილებას, მით უმეტეს "ხარება" არ იყო რიგითი ფიგურა არა მხოლოდ შიგნით, არამედ გარეთ, ელექტორალური თვალსაზრისითაც კი, რომელიც იყო მთავარი შემსრულებელი და ზონდერი “ქართული ოცნების” რეჟიმის. ეს ყველაფერი გამოწვეულია შიდა კლანური დაპირისპირებიდან და სანქციებიდან გამომდინარე. რამდენიც არ უნდა იძახონ, რომ არ სანქცია მუშაობას, ამას გავლენა არ აქვს, ფაქტია მაინც ის, რომ ყველა პირი, რომელიც სანქცირებულია ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, აღმოჩნდნენ იმ მდგომარეობაში, როგორშიც არის დღეს ბატონი ხარაზიშვილი. შეუძლებელია ამ სანქციების გვერდის ავლა და დასავლეთთან რაიმე ელემენტარული კომუნიკაციის წარმოება იქამდე, სანამ ეს ადამიანები იკავებენ ხელისუფლებას და როდესაც ეს მდგომარეობა გვაქვს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციის სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის წარმოების შემთხვევაში შესაძლებელია “ქართული ოცნება” ისეთ დათმობებზე წავიდეს, როგორიც არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნები და თავისუფალი ცესკო”, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.
თაგები:
ლევან სანიკიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს