ლევან სანიკიძე – გამოცხადდება ახალი ლოკაცია, რომელიც დამატებით პრობლემებს შეუქმნის “ქართულ ოცნებას“

ავტორი
Front News საქართველო
მიზანი მიღწეულია, პოლიციას არ ჰქონია სამი დღის განმავლობაში მოსვენების საშუალება, ისინი 5000 არიან, ჩვენ გაცილებით მეტნი ვართ. მიგვაჩნია, რომ ამ კონკრეტულმა ლოკაციამ დღეისთვის ამოწურა საკუთარი თავი, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, შუადღისკენ გამოცხადდება ახალი ლოკაცია, რომელიც დამატებით პრობლემებს შეუქმნის “ქართულ ოცნებას“.
“მიზანი მიღწეულია, პოლიციას არ ჰქონია სამი დღის განმავლობაში მოსვენების საშუალება, ისინი 5000 არიან, ჩვენ გაცილებით მეტნი ვართ. მიგვაჩნია, რომ ამ კონკრეტულმა ლოკაციამ დღეისთვის ამოწურა საკუთარი თავი. აქ, მოქალაქეების დიდი ნაწილი არის ადამიანი, რომელიც სამი დღის განმავლობაში ათევდა ღამეს. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი განწყობა იყო და იქნება, მაგრამ, ფიზიკურად ადამიანებს სჭირდებათ მოსვენება, ამიტომ რამდენიმე საათით ჩვენ დავიშლებით, თუმცა, შუადღისკენ გამოცხადდება ახალი ლოკაცია, რომელიც დამატებით პრობლემებს შეუქმნის „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
თაგები:
ლევან სანიკიძე




