ლევან სანიკიძე - გიორგი ახობაძე თავისუფალია, შიდა კლანური დაპირისპირებაა სასამართლოშიც


ავტორი
Front News საქართველო
“გიორგი ახობაძე თავისუფალია, შიდა კლანური დაპირისპირებაა სასამართლოშიც. ივანიშვილს ეშინია ხალხის მუხტის, მაგრამ ცხელი შემოდგომა გარდაუვალია, ეს ქვეყანა გათავისუფლდება“, - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.
“პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ყველა პატიოსან, სამართლიან მოქალაქეს, რადგან დღეს გავიმარჯვეთ ყველამ, გავიმარჯვეთ სისტემაზე, რადგან მე არ მგონია ახლა, რომ ვინმეს კეთილსინდისიერების ბუშტი გაუსკდა, უბრალოდ შიდა კლანური დაპირისპირება აქვთ სასამართლოშიც, “ოცნებაშიც” მძიმე მდგომარეობაა, ეშინიათ საგარეო უწყების, “მეგობარი აქტის”, სანქციების და რაც მთავარია ეშინიათ ქართველი ხალხის მუხტის. იმ კომისიაზეც უკან დაიხიეს, აქაც უკან დაიხიეს, მზია ამაღლობელთან დაკავშირებითაც ბოლომდე ვერ გაიჯეჯილეს და მე დარწმუნებული ვარ, რომ აი იმ ცხელი შემოდგომის, რისიც ეშინია ივანიშვილს, მაინც მიიღებს.
ვხედავ, რომ “ოცნება” ხედავს აღმავალ მუხტს, რადგან ქართველი ხალხი არც 2008 წელს საქართველოს ომში გამტყუნებაზე არ გაჩერდება სახლში, არც ამდენი პოლიტპატიმარია დაკავებას აიტანს და არც ვიზალიბერალიზაციის დაკარგვას და არც ქვეყნის ჩაჩეხვა და ეს ყველაფერი, როცა ერთობლიობაში გროვდება და სასექტემბროდ ყულფი უახლოვდება ყელზე ივანიშვილს, ამიტომ დაიწყო ასეთი ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ იშლებიან! გამარჯვება არის ძალიან ახლოს, ეს აღარ არის უბრალო სიტყვები. გილოცავთ, გიორგი ახობაძე თავისუფალია, ყველა ჩვენი თანამებრძოლები იქნებიან თავისუფლები და რაც მთავარია ეს ქვეყანაც გათავისუფლდება”, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.
თაგები:
ლევან სანიკიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს