Logo

ლევან სანიკიძე - ის არის მთავარი მოკავშირე, ჩვენი ინფორმაციით, "ქართულ ოცნებასა" და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს შორის

პოლიტიკა
6 საათის წინ / 12:53
Frontnews image description

ის წარმოადგენდა იქ "ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ, რომ ის არის მარჯვენა ხელი ივანიშვილის ხელისუფლების, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოთარ ფარცხალაძე რუსეთის კარზე მსახურობს.

"ჩვენს ქვეყანას ჰყავდა და ჰყავს გავლენიანი პირი რუსეთში, ივანიშვილის პირდაპირი ემისარი, რომელიც დავალებებს აძლევს "ქართული ოცნების" ხელისუფლებას სხვადასხვა რუსული სპეცსამსახურებიდან. ის არის მთავარი მოკავშირე, ჩვენი ინფორმაციით, "ქართულ ოცნებასა" და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს შორის და ნამდვილად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ის წარმოადგენდა იქ "ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ, რომ ის არის მარჯვენა ხელი ივანიშვილის ხელისუფლების, რომელიც პუტინის კარზე მსახურობს", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე 9 მაისს მოსკოვში აღლუმზე იმყოფებოდა.

Advertisement