ლევან სანიკიძე - ივანიშვილის ხელისუფლებას აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვის შანსი არ აქვს


ავტორი
Front News საქართველო
“ივანიშვილის ხელისუფლებას აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვის შანსი არ აქვს – მათი ანტიამერიკული რიტორიკისა და ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯების გამო", - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.
“მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა თეთრ სახლში ეროვნული უშიშროების წარმომადგენლებთან, სადაც პირდაპირ მიდიოდა საუბარი საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე. ივანიშვილის ხელისუფლებას არავითარი შანსი არ აქვს არსებითად გადატვირთოს ურთიერთობები აშშ-თან.
ფაქტია, რომ ხელისუფლება, რომელიც ავტორიტარიზმისკენ მუდმივად დგამს ნაბიჯებს, მუდმივად აქვს ანტიამერიკული რიტორიკა, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის უმრავლესობის ინტერესებს, შეუძლებელია მათთან აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ადმინისტრაციას, სენატსა თუ კონგრესს ჰქონდეს ურთიერთობა, რაც ქართველი ხალხისთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი”, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.
თაგები:
ლევან სანიკიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს