ლევან სანიკიძე - ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კლასიკურად სამხედრო აღლუმი არ ჩატარებულა და ეს არის რუსული ხელწერა

ავტორი
Front News საქართველო
წელს სამხედრო აღლუმი არ არის. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კლასიკურად სამხედრო აღლუმი არ ჩატარებულა და ეს არის რუსული ხელწერა, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს ქვეყნის შეიარაღებული ძალები იდგა 25 თებერვლის შემოქმედის მემკვიდრეებთან.
"წლევანდელი 26 მაისი არის განსაკუთრებული ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. წელს სამხედრო აღლუმი არ არის. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კლასიკურად სამხედრო აღლუმი არ ჩატარებულა და ეს არის რუსული ხელწერა იმიტომ, რომ ქვეყანას, რომლის 20% არის ოკუპირებული და ვერ ატარებს სამხედრო აღლუმს, რომელსაც არ აქვს სიამაყის განცდა - რუსთაველზე რომ მიიყვანო ბავშვები და აჩვენო, რომ შენ გყავს არმია, შენ გყავს სასიქადულო ადამიანები, რომლებსაც ომები აქვთ გამოვლილი - ამას არ აკეთებენ. დღეს ჩვენი შეიარაღებული ძალები იდგა 25 თებერვლის შემოქმედის მემკვიდრეებთან", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.
თაგები:
ლევან სანიკიძე




