Logo

ლევან სანიკიძე - ლევან ხაბეიშვილის დაკავება განპირობებულია სიმართლისა და 4 ოქტომბრის აქციის შიშით, თანამებრძოლებს არავინ მიატოვებს

პოლიტიკა
215
Frontnews image description

"ლევან ხაბეიშვილის დაკავება განპირობებულია სიმართლისა და 4 ოქტომბრის აქციის შიშით. თანამებრძოლებს არავინ მიატოვებს და ლევან ხაბეიშვილი ბრძოლას ციხის კედლებიდანაც გააგრძელებს. სასამართლოს ეზოდან რუსთაველის გამზირზე უნდა გადავინაცვლოთ და მეტი მზადება დავიწყოთ 4 ოქტომბრის გრანდიოზული აქციისთვის“, - განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ.

"საერთოდ არ არის გასაკვირი რასაც ივანიშვილი და მისი ხელის ბიჭები ახლა აკეთებენ. ცხადზე უცხადესია, რომ ეს განპირობებულია სიმართლის შიშით, 4 ოქტომბრის აქციის შიშით. იმავე მოსამართლემ, რომელმაც გასცა განჩინება, ახლა უნდა იმსჯელოს თურმე აღკვეთის ღონისძიების საჭიროებაზე. ეს არის სამართლებრივი ნონსენსი, ქვეყანაში სახალხო დამცველი ოფიციალურად არ გვყავს, არცერთი ინსტიტუცია არ მუშაობს, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ ბრძოლაში არცერთ თანამებრძოლს არავინ არ მიატოვებს, მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ ლევან ხაბეიშვილზე, რომელიც ერთ-ერთი მოწინავე იყო ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში და ის ამას გააგრძელებს ციხის კედლებიდან იქამდე, სანამ ქართველი ხალხი არ აიღებს საკუთარ ხელში უფრო მეტ ინიციატივას, რომლის ერთ-ერთი გამოვლინებაც დღევანდელი აქციაც იქნება და მე მგონია, რომ ბევრი ადამიანი უნდა იყოს ჯერ სასამართლოს ეზოში და შემდეგ უკვე რუსთაველის გამზირზე უნდა გადავინაცვლოთ, სადაც უფრო მეტი მზადება უნდა დავიწყოთ 4 ოქტომბრის გრანდიოზული აქციისთვის“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

Advertisement