ლევან სანიკიძე – მინდა, რომ 27 ოქტომბრიდან, ამ ადამიანების უმრავლესობა, ვინც ახლა იქ დგას, ისევ ემსახუროს საქართველოს კონსტიტუციას

ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნება“, ბუნებრივია, ყველანაირად ეცდება, რომ მაქსიმალურად დაანახოს ხალხს, რომ, ჯერ კიდევ, ფეხზე დგას. მხოლოდ საკუთარ ელექტორატს ესაუბრება დღეს ივანიშვილი, მაგრამ ამას აკეთებს ძალიან ბინძური მეთოდებით, რასაც საჯარო მოხელეებზე ზეწოლა ჰქვია, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს ივანიშვილის ხელისუფლება, უმეტესწილად, დგას ორ რაღაცაზე, ერთი არის ადმინისტრაციული რესურსი, ხოლო მეორე – ბინძური პროპაგანდა, რომელიც ყველანაირ ზღვარს არის გადასული.
“ქართული ოცნება“, ბუნებრივია, ყველანაირად ეცდება, რომ მაქსიმალურად დაანახოს ხალხს, რომ, ჯერ კიდევ, ფეხზე დგას. მხოლოდ საკუთარ ელექტორატს ესაუბრება დღეს ივანიშვილი, მაგრამ, ამას აკეთებს ძალიან ბინძური მეთოდებით, რასაც საჯარო მოხელეებზე ზეწოლა ჰქვია. ერთი რამ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ, ამ ქვეყანაში ერთ-ერთი წარმატებული პროექტი, რაც, მათ შორის, 2003-მა წელმა მოიტანა არის საჯარო მოხელეთა კლასი, რადგან სახელმწიფოში, სადაც არ არსებობს საჯარო მოხელე და სადაც გადასახადი არ იკრიფება, ის სახელმწიფო არ არის და დღეს ივანიშვილი ამ ადამიანებზე ცდილობს კაპიტალიზაციას. ვერ ვიტყვი გამოუვა თუ არა. დღეს ივანიშვილის ხელისუფლება, უმეტესწილად, დგას ორ რაღაცაზე, ერთი არის ადმინისტრაციული რესურსი, ხოლო მეორე – ბინძური პროპაგანდა, რომელიც ყველანაირ ზღვარს არის გადასული. ადამიანებს, რომელთაც რცხვენიათ დღეს თავისუფლებაზე გასვლა, რადგან იციან, რომ ტაში უნდა უკრან აფხაზებისთვის და ოსებისთვის ბოდიშის მოხდას, ეს არის ივანიშვილის დამსახურება. მე მინდა, რომ 27 ოქტომბრიდან, ამ ადამიანების უმრავლესობა, ვინც ახლა იქ დგას, ისევ ემსახუროს საქართველოს კონსტიტუციას, მის 78-ე მუხლს და ქართველ ხალხს“, – განაცხადა სანიკიძემ.
თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
თაგები:
ლევან სანიკიძე




