Logo

ლევან სანიკიძე – ფხიზლად უნდა ვიყოთ თავისუფლებისა და ჩვენი ქვეყნისთვის

პოლიტიკა
1501
Frontnews image description

რესპუბლიკის მოედანზე საღამოს 9 საათზე შევიკრიბებით, სადაც მსვლელობით დავიძვრებით რუსთაველის გამზირისკენ და გავატარებთ ღამეს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ფხიზლად უნდა იყოს საკუთარი სამშობლოს დასაცავად.

“რესპუბლიკის მოედანზე საღამოს 9 საათზე ჩვენ შევიკრიბებით, სადაც მსვლელობით დავიძვრებით რუსთაველის გამზირისკენ და გავატარებთ ღამეს იმ თვალსაზრისით, რომ 25 ნოემბერს, 12:00 საათზე ჩანიშნულია ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა და თვითგამოცხადებული საკანონმდებლო ორგანოსთვის ლეგიტიმაციის მიცემა. ამისთვის, ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად. ფხიზლად უნდა ვიყოთ თავისუფლებისა და ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

დღეს, 24 ნოემბერს ოპოზიციური პარტიები სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად საპროტესტო მსვლელობას და აქციას 21:00 საათზე გამართავენ. პროტესტის მთავარი მოთხოვნა ხელახალი არჩევნების დანიშვნაა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები