ლევან სანიკიძე - ყოველდღე გვაოცებს “ოცნების” პროპაგანდა, რომელიც მუდმივად ცვლის ნარატივებს, რადგან ხვდებიან, რომ აღარ მუშაობს

ავტორი
Front News საქართველო
“ყოველდღე გვაოცებს “ოცნების” პროპაგანდა, რომელიც მუდმივად ცვლის ნარატივებს, რადგან ხვდებიან, რომ აღარ მუშაობს. წულუკიანის განცხადება მორიგი სამარცხვინო მაგალითია იმისა, თუ როგორ ექცევა “ოცნება” საკუთარ ამომრჩეველს — ფეხებზე ჰკიდიათ და პრიმიტივებად მიიჩნევენ”, - ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ლევან სანიკიძე "ქართული ოცნების" დეპუტატის თეა წულუკიანის განცხადებას დიფსთეითზე.
“ყოველდღიურად გვაოცებს “ოცნების” პროპაგანდა, რომელიც მუდმივად იცვლის ნარატივებს, რადგან ხვდებიან, რომ აღარ მუშაობს და თუ მრავალეროვანია, დარწმუნებული ვარ მიხეილ ყაველაშვილი ვერ იქნება ამ გლობალური ომის პარტიის წევრი, რადგან არცერთ სხვა ენაზე არ მეტყველებს ეს კაცი და ასეთი კაცი დაისვეს პრეზიდენტად, რომელიც თურმე წუხს ივანიშვილის ზებრას რომ ეძახიან.
წულუკიანის ეს განცხადება არის მორიგი სამარცხვინო მაგალითი იმისა, თუ როგორ ექცევა “ოცნება” თავის ამომრჩეველს, როგორ ფეხებზე ჰკიდიათ და როგორ პრიმიტივებად მიაჩნიათ. ერთადერთი თუ ვინმემ შეიძლება დაიჯეროს მათი ნათქვამი, არის “ოცნების” ამომრჩეველი და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კრიტიკული დამოკიდებულება მაქვს თავად “ოცნების” მიმართ და მიმაჩნია მოღალატეობრივ ძალად, თავიანთი ამომრჩევლის მიმართ მაქვს სოლიდარობის განცდა, ასეთ ადამიანებს საერთოდ როგორ აძლევენ ხმას ჩემთვის დღემდე გამოცანაა”, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.
თაგები:
ლევან სანიკიძე




