Logo

ლევან სანიკიძე - საქართველოს ე.წ. ხელისუფლება გეგმაზომიერად აქრობს ოკუპირებულ ტერიტორიების საკითხს

პოლიტიკა
483
Frontnews image description

“საქართველოს ე.წ. ხელისუფლება გეგმაზომიერად აქრობს ოკუპირებულ ტერიტორიების საკითხს, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ პუტინის გადაწყვეტილებას არავინ გამოხმაურებია”, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.

“მე ის უფრო გამიკვირდებოდა საგარეო საქმეთა სამინისტრო ამას რომ გამოხმაურებოდა. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელმაც ეუთოში უმნიშვნელოვანეს რეზოლუციას, სადაც სირიის მიერ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის უკან წაღებაზე იყო საუბარი და ამას არ მისცეს ხმა. ეს არის ხელისუფლება, რომელიც გეგმაზომიერად აქრობს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხს, აქედან გამომდინარე რუსეთის ქმედება საერთოდ არ არის გასაკვირი, გასაკვირია ის, რომ ჩვენ ქართველებს გვყავს ისეთი ხელისუფლება, რომელსაც ფეხებზე კიდია როგორც აფხაზეთი, ისე ე.წ სამხრეთ ოსეთი, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მხრიდან”, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

პუტინის ახალი ბრძანებით ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთში ადამიანები პასპორტებს ადგილზევე აიღებენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები