ლევან სანიკიძე - საუბარი შეეხებოდა „მეგობარი აქტის“ მიღებას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ დღის წესრიგშიც აღარ არსებობს, რაც არის ცალსახად ტყუილი


ავტორი
Front News საქართველო
“კონგრესმენ ჯო უილსონთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ „მეგობარი აქტის“ მიღებაზე. ასევე საუბარი შეეხო პოლიტიკური პატიმრების საკითხს და იმ საფრთხეებს, რასაც ხელისუფლების ჩინურ და ირანულ კავშირები საქართველოს ევროპულ მომავალს უქმნის”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.
"ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა საქართველოს დიდ მეგობართან, კონგრესმენ ჯო უილსონთან, სადაც საკითხი და საუბარი შეეხებოდა „მეგობარი აქტის“ მიღებას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ დღის წესრიგშიც აღარ არსებობს, რაც არის ცალსახად ტყუილი. აგრეთვე ვისაუბრეთ პოლიტიკური პატიმრების საკითხზე, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის დაკავებაზე. ვისაუბრეთ იმ ჩინურ და ირანულ კავშირებზე, რომლითაც „ქართული ოცნება“ ანგრევს ჩვენი ქვეყნის ევროპულ და დასავლურ მომავალს და ვგრძნობთ იმ პარტიულ მხარდაჭერას, რომელიც მთლიანად ქართულ საზოგადოებას და ქართულ სახელმწიფოს აქვს“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დელეგაციამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ოფიციალური შეხვედრები დაიწყო - “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი და პარტიის ლიდერ ლევან სანიკიძე საქართველოს დიდ მეგობარ კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდნენ;
თაგები:
ლევან სანიკიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს