Logo

ლევან სანიკიძე – საზოგადოებაც დაიღალა მუდმივად ჩვენს განსხვავებულობაზე საუბრით

პოლიტიკა
380
Frontnews image description

ჩვენი საზოგადოებაც დაიღალა მუდმივად ჩვენს განსხვავებულობაზე საუბრით. 26 ოქტომბრამდე არსებულ დღის წესრიგში ნუ დავიტოვებთ თავს, სადაც თითქოს, წინასაარჩევნო პროცესში ვართ, –  ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია თვითმმართველობის არჩევნების თამაშში შეყოლა.

“თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია არსებობდეს კონკრეტული ჩანაწერი, რომ ამ ფორმაციაში, სადაც ცესკო უცვლელია, სადაც საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გარიჟრაჟიც კი არ აქვს დღეს “ქართული ოცნების” ამომრჩეველს წარმოდგენილი და სადაც ეს რეპრესიული მანქანა აგრძელებს, როგორც პოლიტიკური პატიმრების აყვანას, ასევე ჯარიმებს, ფინანსური სანქციების ქვეშ მოყოლას, მედიის რეპრესიას და “ქართული ოცნების” ხელისუფლება თუ არის ისევ ადმინისტრატორი, უბრალოდ შეუძლებელია ამ სტატუს-კვოში ამ თამაშის შეყოლა.

მთავარი არის, რომ ჩვენი საზოგადოებაც დაიღალა მუდმივად ჩვენს განსხვავებულობაზე საუბრით. კარგია განსხვავება, მრავალფეროვნება, მაგრამ 26 ოქტომბრამდე არსებულ დღის წესრიგში ნუ დავიტოვებთ თავს, სადაც თითქოს, წინასაარჩევნო პროცესში ვართ”, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები