
ავტორი
Front News საქართველო
საზოგადოებას სჭირდება ძლიერი დამრტყმელი ძალა. ოპოზიციამ უნდა შეასრულოს საზოგადოების დაკვეთა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილემ ლევან სანიკიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციურმა კლანმა, რომელიც დარჩა და ეწინააღმდეგება რეჟიმს, უნდა გაიაზროს საზოგადოებრივი დაკვეთა.
"ნაციონალური მოძრაობა" იყო პარტია, რომელიც ამბობდა, რომ ოპოზიციის გაერთიანება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მომხდარიყო და თავადვე წასულიყო მაქსიმალურ დათმობებზე, ამის მთავარი გამჟღერებელი და შეიძლება პირველი მთქმელიც ამისა იყო მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ მე მგონია, რომ ოპოზიციურმა კლანმა, რომელიც დარჩა და ეწინააღმდეგება რეჟიმს, უნდა გავიაზროთ საზოგადოებრივი დაკვეთა და მაქსიმალურად შევასრულოთ ის. საზოგადოების დაკვეთა კი გახლავთ შემდეგი - ოპოზიციამ ნაკლები ვისაუბროთ ბარიერებზე და მეტი ვისაუბროთ მიზნებზე. თუ მიზანს ხედავ, მერე ბარიერი ნაკლები პრობლემაა. მე ასე ვხედავ, რომ ამ ქვეყნის მოყვარე საზოგადოებას სჭირდება ძლიერი დამრტყმელი ძალა", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.
თაგები:
ლევან სანიკიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს