
ავტორი
Front News საქართველო
წარმოუდგენელი რაოდენობის ადამიანი მოვიდა, რომელსაც ამ ქვეყანაში სურს ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, დემოკრატია, სურს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. ეს იყვნენ ადამიანები, რომლებიც არასდროს დაიჩოქებენ მტრის წინაშე, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მარშზე იყვნენ ადამიანები, რომლებიც ორიენტირებულები არიან საქართველოს მომავალზე.
“წარმოუდგენელი რაოდენობის ადამიანი მოვიდა, რომელსაც ამ ქვეყანაში სურს ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, დემოკრატია, სურს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. ეს იყვნენ ადამიანები, რომლებიც არასდროს დაიჩოქებენ მტრის წინაშე, არასდროს არ მოუხდიან ოკუპანტებს და სეპარატისტებს ბოდიშს. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც ორიენტირებულები იყვნენ მომავლის საქართველოზე, სადაც არის ყველას ადგილი, სადაც არის სამართლიანი სასამართლო, განვითარებული ადგილობრივი თვითმმართველობა, ხელისუფლება ორიენტირებულია ხალხის კეთილდღეობაზე, დაცულია საქართველოს კონსტიტუცია და არის ყველანაირი შესაძლებლობა, რომ ვიცხოვროთ ღირსეულად იმ კეთილდღეობით, რასაც ევროკავშირი ჰქვია”, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
თბილისში მარში – “საქართველო ირჩევს ევროკავშირს” 20 ოქტომბერს გაიმართა.
თაგები:
ლევან სანიკიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს