
ავტორი
Front News საქართველო
ხანდახან მაქვს განცდა, ვიკიპედიაში, რომ ჩავწეროთ სიტყვა ნეპოტიზმი, “ქართულ ოცნებას“ ამოაგდებს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი არც მეფეა, არც ხელმწიფეა და 10 დღეში მას აღარავითარი გავლენა აღარ ექნება საქართველოში.
“ხანდახან მაქვს განცდა, ვიკიპედიაში, რომ ჩავწეროთ სიტყვა ნეპოტიზმი, “ქართულ ოცნებას“ ამოაგდებს და აი ამ ვითარებაში, ასეთი პარტია, როდესაც საუბრობს, რომ ნეპოტიზმი თითქოს ალაგმა საქართველოდან, არის ძალიან სასაცილო და მეტიც, შეურაცხმყოფელი. ვერ გეტყვით ბიძინა ივანიშვილს რა აწუხებს და რანაირი აზრებით არის შეპყრობილი, უბრალოდ, ან მოწყვეტილია ყველანაირ რეალობას, ან სურს თავი მოიწყვიტოს რეალობისგან და მათ შორის, ეს შთაბეჭდილება დატოვოს, რომ თითქოს მეფეს ატყუებენ და ბიძინა ივანიშვილი არც მეფეა, არც ხელმწიფეა და 10 დღეში მას აღარავითარი გავლენა აღარ ექნება საქართველოში“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
თაგები:
ლევან სანიკიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს