ლევან სანიკიძე - ველოდები, რომ ივანიშვილი ოთხივე წამყვანი ოპოზიციური ძალების ლიდერებს, ყველას დაიჭერს


ავტორი
Front News საქართველო
მე ველოდები, რომ ივანიშვილი ოთხივე წამყვანი ოპოზიციური ძალების ლიდერებს, ყველას დაიჭერს, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკური რეპრესიებისთვისაა შექმნილი ეს კომისია.
"პოლიტიკური რეპრესიებისთვის რომ იყო შექმნილი ეს კომისია, ეს ყველასთვის ცხადი იყო. პირველ ეტაპზე პოლიტიკური ორგანიზაციები იყენებდნენ "ქართული ოცნების" ტერმინოლოგიას, რომ ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულების გამოსაძიებელი კომისია". ეს თავიდანვე იყო რეპრესიების იარაღი. ბიძინა ივანიშვილის თავში რა იხარშება, არ ვიცი, მაგრამ კარგი რომ არაფერი იხარშება, ეს დანამდვილებით ვიცი, ამიტომ, მე ველოდები, რომ ოთხივე წამყვანი ოპოზიციური ძალების ლიდერებს, ყველას დაიჭერს", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე კიდევ ერთხელ დაიბარეს. ის მისვლას არც ამჯერად აპირებს.
თაგები:
ლევან სანიკიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს