Logo

ლევან სანიკიძე – ვისაც შეგვიძლია თავის პოზიციების ჩამოყალიბება, ისინი მაინც ჩამოვყალიბდეთ, თუ სრული და ტოტალური ერთობა არ გამოდის

პოლიტიკა
1265
Frontnews image description

ვისაც შეგვიძლია თავის პოზიციების ჩამოყალიბება, ისინი მაინც ჩამოვყალიბდეთ, თუ სრული და ტოტალური ერთობა არ გამოდის, –  ამის შესახებ “ერთიანობა  – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” ერთიანობისთვის ყველაფერს ეცადა.

“საზოგადოებაში მგონია, რომ არსებობს დაკვეთა ერთიანობასთან დაკავშირებით. ჩვენი მხრიდან ყველაფერი ვეცადეთ, რომ ეს პოზიციები დაახლოებულიყო, მაგრამ ჯერჯერობით ეს ვერ ხერხდება. ამიტომ, არც ნიჰილიზმში უნდა ჩავარდეს საზოგადოება, არც მცდარი მოლოდინები არ უნდა ჰქონდეს და  მიმაჩნია, რომ კარგი არის ძლიერთა ერთობა. ჩვენ, ყველამ თავი უნდა მოვიძლიეროთ. ვისაც შეგვიძლია თავის პოზიციების ჩამოყალიბება, ისინი მაინც ჩამოვყალიბდეთ, თუ სრული და ტოტალური ერთობა არ გამოდის”, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები