Logo

ლევან ჭოტორლიშვილი – არა აგენტურას, არა ომს, კი გამჭვირვალობის კანონს და კი ევროინტეგრაციას

პოლიტიკა
17.04.2024 / 16:23
Frontnews image description

თუ კანონს არ მივიღებთ, თუ აგენტურა ომში ჩაგვითრევს, ომში ჩათრეულ ქვეყანას არსად არ მიიღებენ. არა აგენტურას, არა ომს, კი გამჭვირვალობის კანონს და კი ევროინტეგრაციას, – ამის შესახებ გერმანიაში მცხოვრები ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

“ვინმე რომ გკითხავთ ევროკავშირში შესვლა გინდათ თუ არაო, უპასუხეთ ის რასაც ფიქრობთ, რომ გინდათ. სწორედ მაგიტომ გვჭირდება გამჭვირვალობის კანონის მიღება.  თუ კანონს არ მივიღებთ, თუ აგენტურა ომში ჩაგვითრევს, ომში ჩათრეულ ქვეყანას არსად არ მიიღებენ. 

 

არა აგენტურას, არა ომს, კი გამჭვირვალობის კანონს და კი ევროინტეგრაციას.

 

ევროპის საკითხი კი არ დგას დღეს, საკითხი დგას აგენტურის და ომში ჩათრევის საკითხი. თუ სუვერენულობას დაკარგავ, თუ გარედან მართვაზე გადაგიყვანეს, გამოგიყენებენ ისე როგორც ჩათვლიან საჭიროდ. დღეს კი ყველაზე მეტად სჭირდებათ ჯარისკაცები.

 

არ უნდა გაბითურდე და არავის არ უნდა გამოაყენებინო თავო. თორემ ევროკავშირი კი არა, ჩვარივით გადაგაგდებენ“, – წერს ლევან ჭოტორლიშვილი.

 

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები