
ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია #ავიცრათერთმანეთისთვის კამპანიაში აფხაზეთის მთავრობის ჩართულობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვაქცინაციითა და რეგულაციების დაცვით ერთმანეთის სიცოცხლის გადარჩენა შეგვიძლია.
მისი თქმით, ერთიანობით და დროული აცრით კოვიდ 19-ის გამოწვევების დამარცხება შესაძლებელი იქნება.
“რამდენიმე დღეა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აქტიურად ჩაერთო ვაქცინაციის კამპანიაში #ავიცრათერთმანეთისთვის.
აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრო უერთდება და სრულად იზიარებს სოციალურ პასუხისმგებლობას – გადავარჩინოთ ერთმანეთი. ვაქცინაციითა და რეგულაციების დაცვით ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთის სიცოცხლის გადარჩენა. მესმის, რომ ბევრი ადამიანს აქვს აცრის მიმართ შიში, მაგრამ დღეს სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ჩვენი ახლობლების, ოჯახის წევრების, მეგობრების და გარშემომყოფების სიცოცხლის გადასარჩენად კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ყველა ავიცრათ. ყოველდღიურად პანდემიას ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება, ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შედეგები მინიმუმამდე დავიყვანოთ. ვაქცინაცია კი საუკეთესო გამოსავალია. შესაძლებლობა მომეცა და ზაფხულში ავიცერი. წარმოუდგენელია, გააკეთო იმაზე მეტი, ვიდრე თუნდაც ერთი სიცოცხლის გადარჩენაა. ერთიანობით და დროული აცრით აუცილებლად შევძლებთ კოვიდ 19-ის გამოწვევების დამარცხებას”, – განაცხადა ლევან თევზაიამ.
თაგები:
ვაქცინაცია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს